დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ თავად საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისრაელის მხარეს სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო თურქეთში 2 აგვისტოს გლოვა გამოცხადდა.
დასავლეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინი აეროპორტში დახვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად გათავსუფლებული ამერიკელების პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
რუსეთს, აშშ-ს, გერმანიას და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას შორის პატიმრების გაცვლის პროცესში, სულ მცირე, 24 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის რვა მოქალაქე.
ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.