შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა.
        რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
        კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
        პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკი აცხადებს, რომ პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია.
        პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციაში, მუსა ხელის უბანში მოხდა.
        რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხები: Baza, Mash და Astra ავრცელებენ.
        
        უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.
        ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა ასობით კომპანიას რუსეთსა და მთელ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
        რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კალაჩ-ნა-დონიში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა.