ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ კომპანია „ეფლმა“ და „მეტამ“ ციფრული ბაზრების შესახებ ევროკავშირში მოქმედი კანონი დაარღვია. ჯარიმა 700 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
2025 წლის 21 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას 26 აპრილს დაკრძალავენ.
პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა, რომელიც ოქროს გადასამუშავებლად იღებს. ოქროს პირველი ბანკომატი ძვირფას მეტალზე ფასის ზრდის ფონზე გაიხსნა.
ომის ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 277 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსებს რუსეთში ან ბელარუსში ჩასვლის გამო ეს ნებართვა გაუუქმდებათ.
აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.