
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.

ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანშია. რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევმა სახლში უმასპინძლეს.


რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა.

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ტუ-22-ემ-3-ის ტიპის ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ერთი მფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი ავრცელებს.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირანში ერთ დღეში სიკვდილით 29 ადამიანი დასაჯეს, - ამის შესახებ „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციაში განაცხადეს.