
ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა. ირანული მედიის ცნობით, ეს პასუხია აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე.
პარლამენტის კონსენსუსის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს.
სპარსეთის ყურის შესართავთან მდებარე ჰორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კვანძია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის.