ისრაელის ლიდერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან და თავდასხმას გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტად აფასებენ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ამას „მარადიული შედეგები“ ექნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
აშშ-მ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
ირანში ინტერნეტი მასშტაბურად გაითიშა. ინფორმაციას CNN არასამთავრობო ორგანიზაცია NetBlocks-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მთელ მსოფლიოში გლობალურ ქსელზე წვდომას აკონტროლებს.
ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სამხრეთ ისრაელში საავადმყოფო დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ირანელ პარტნიორებთან. დღესაც კონტაქტზე ვართ. ვფიქრობ, ხვალაც და ზეგაც.
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, - ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.