რუსები არ ნებდებიან! ისინი გარბიან! - ასე ეხმაურება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ კონტრშეტევებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრანული მედიის ინფორმაციით, კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის არმიის სამხედროები უკვე ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის გარეუბნებში იმყოფებიან. მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გააკეთა.
ბალაკლეასა და იზიუმიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ, რუსული მხარე პირველ კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ ეს მხოლოდ გადაჯგუფებაა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით რუსი ტყვეების რაოდენობა ათასობით იზრდება.
"რუსული გაზაფხული?" არა...ფანტასტიური უკრაინული შემოდგომა - რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველზე, ნატალია პოპოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია „თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ იზიუმში შევიდნენ, სადაც ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს,– ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამის არხებში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქული კომპანია ბაირაქტარის გენერალურ დირექტორს შეხვდა და დამსახურებისთვის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.