ჩვენი წინააღმდეგობის 200 დღეა, თითქმის 5 000 საათი, 300 000 წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რომ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, – ასე დაიწყო ყოველდღიური მიმართვა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ოკუპანტები ხერსონის ოლქის ნაწილსაც ტოვებენ,– ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც ის რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის ოლქში უკანდახევაზე კომენტარს აკეთებს.
პარტნიორებმა მაქსიმუმ 3 დღე მოგვცეს... ჩვენ კი 200 დღის განმავლობაში არა მხოლოდ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, არამედ ვწერთ მსოფლიოს ახალ ისტორიას, – ამის შესახებ უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია Telegram-ის არხში წერს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსები ლუგანსკის ოლქიდანაც გარბიან. ამის შესახებ გაიდაიმ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს - წერს ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის ამოცანაა, რუსეთს მეზობლებზე თავდასხმის სურვილი დააკარგვინოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
რუსულმა ძალებმა ხარკოვის კილოდნოგორსკის რაიონი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დასახლებების გათავისუფლებას ხარკოვის რეგიონში და იუჟნობუგსკის მიმართულებით - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.