გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ასამბლეის 77-ე სესიაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლის ნება დართო.
ვნახოთ, როგორ განხორციელდება და რით დამთავრდება უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს რუსული ამიაკის უკრაინის გავლით ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.
რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ადრეულ დასრულებას ცდილობს, მაგრამ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას განაცხადა.
რუსეთს სირიიდან გარკვეული სამხედრო რესურსი თანდათან გაჰყავს, რათა უკრაინაზე ფოკუსირდეს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს არსებული წარმატება ჩვენი არმიის დამსახურებაა. გაჩერებას არ ვაპირებთ, – ამის სესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხებით, მას სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უთხრა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, ეწინააღმდეგება აშშ-ის „პროვოკაციებს“ ტაივანის სრუტეში და აფასებს ჩინეთის „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხზე.
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ლოდინი - ამბობს კადიროვი გავრცელებულ ვიდეოში და რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდებს, "დაამტკიცონ მზადყოფნა, დაეხმარონ სახელმწიფოს".