უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ.
ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ დაბრუნდება ყირიმში. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 193-ე დღის შემაჯამებელ მიმართვაში განაცხადა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანიამ რუსეთს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.
როდესაც ბრიტანელები ითვლიან ხურდებს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის პოზიციებზე, ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, დარტყმები განახორციელეს.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამერიკის კონგრესს უკრაინის მხარდაჭერისთვის 11,7 მლრდ აშშ დოლარ სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევროკავშირი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს 5 მილიარდი ევროს ოდენობით , - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.