უკრაინის არმიამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გაათავისუფლა ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ანა მალიარზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება და ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლება რუსულ ფრონტს ჩამოშლის. ამის შესახებ მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 200-მდე ომის დანაშაული ფიქსირდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე არასაკმარის ზეწოლას ახორციელებს, რათა აიძულოს ტერორის შეწყვეტა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდოემიმართვაში განაცხადა.
6-11 სექტემბრის პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კუთვნილი, 670 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ტექნიკის ძირითადი ნაწილი განადგურებულია ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევის დროს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ფორბსის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, სადაც უკრაინელი სამხედროები სვიატოგორსკის საქალაქო საბჭოსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებთან დგანან.
"ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი წერს.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის დახმარებას ყოველდღიურად მოაქვს ცვლილებები ბრძოლის ველზე.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“.