უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია. მისივე თქმით, ეს უკრაინელი ჯარისკაცების უპრეცედენტო მოქმედების შედეგია.
უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კისელივკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლექსანდრ სამოილენკომ განაცხადა.
რუსეთი სულ უფრო ხშირად ყიდულობს იარაღს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მკაცრ სანქციებს ექვემდებარებიან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაში. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი შეიარაღებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართავს, რადგან მისი რეზერვები მცირდება.
უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
რუსი ოკუპანტები მელიტოპოლიდან ოკუპირებული ყირიმისკენ გარბიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონსა და დონეცკში რუსი ოკუპანტების კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ხარკოვის ოლქის 95 პროცენტი ოფიციალური კიევის კონტროლს უბრუნდება. საოკუპაციო არმია ბრძოლის ველს ტოვებს და რუსეთ-უკრაინის საზღვისკენ მიიწევს.
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტების სისასტიკის ახალი ფაქტები.