უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით გაანადგურეს რუსული საბრძოლო მასალის 5 საწყობი ბაშტანის, ბერისლავისა და ხერსონის რაიონებში.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება, რადგან მას ვერ დააჩოქებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისაა და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ. მისი თქმით, რუსეთის მიზანი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გათიშვაა, რომ რუსულ ქსელს შეუერთოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დნესტრისპირეთში საფრთხეს შეუქმნის რუს სამხედროებს, მოსკოვის მიერ განხილული იქნება რუსეთზე თავდასხმად, „როგორც ეს იყო სამხრეთ ოსეთში“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სიტყვით მიმართა პრაღაში „ფორუმი 2000“-ის მონაწილეებს და გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო დროებით ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრებლებისთვის იუმორის შემცველ მიმართვას ავრცელებს – აცნობონ "ყველაზე პოპულარული" მოსანახულებელი ადგილები ყირიმში.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 56-ე და 110-ე ბრიგადებს, ასევე 53-ე და 93-ე ბრიგადებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ყირიმის აქტიური დეოკუპაციისთვის ემზადება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დროებით ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრებ ყველა უკრაინელს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტად მოერიდონ რუსულ ბაზებსა და სამხედრო აეროდრომებს.
რუსეთმა ირანიდან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო, რომელთა ნაწილი მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა
„ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის არმიამ ოფიციალური თეირანისგან საბრძოლო დრონების პირველი პარტია მიიღო.