ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროივმა განაცხადა.
უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში უკრაინის დროშა აღმართეს. ვიდეოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა. ამის შესახებ უმაღლესი "რადას" ხელმძღვანელმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ „უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანების მოთხოვნა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აჩქარებს“.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს ალიანსი ტერიტორიის დასაცავად მზადაა.
პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ს ამ დრომდე ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს გერმანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და სხვა ქვეყნები, თუმცა ამავე დროს, ის ცინიკურად უწოდებს მათ თანაბარუფლებიან მოკავშირეებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორის ჯონსონი Twitter-ზე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმებას ეხმაურება და წერს, რომ მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს პუტინის მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის სასტიკი და უკანონო მცდელობა.
აშშ–ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსიის შესახებ ყალბი განცხადებების საპასუხოდ, აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებს აწესებს.