ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე პროკურატურამ გრიგოლ ნარსიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის არ აგებს პასუხის იმაზე, თუ რა მოხდა გელათის სამონასტრო კომპლექსში 2021 წლის მარტამდე. ამ თემაზე მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს ისაუბრა.
რუსი ოკუპანტებისგან აზოვსტალის დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაურუ დენის პროკოპენკოც გათავისუფლდნენ.
რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინაში „აზოვის“ ბატალიონის წევრები დაბრუნდნენ – ამის შესახებ ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო სვლა მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ოფიცრებისა და სხვა პერსონალის რეკრუტირების პრობლემაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს - ამბობს პუტინი რუსეთის სახელმწიფოებრიობის 1160 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სუვერენიტეტის ნებისმიერი შესუსტება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების უფლებას პუტინს არ მისცემს.
BBC-ის Telegram-ის არხის ინფორმაციით, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული სახელმწიფო მედია "რია" წერს, რომ შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.