ღამით ხანძარი გაჩნდა სომხეთში, გეგარკუნიკის ოლქში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. წინასწარი ცნობებით, დაღუპულია 15 სამხედრო, არიან დაშავებულებიც.
ადგილობრივი მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებული 3 სამხედროს მდგომარეობა მძიმეა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. "Лурер" წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსალოდნელია მომხდარის გამო მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლება.