
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი რუსული ავიაკომპანიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების გეგმაზომიერი პროცესი მიმდინარეობს – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მეთიუ გერთნერის მეთაურობით, საქართველოსთან „მეოთხე მუხლით“ გათვალისწინებული კონსულტაციები წარმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა.

აზიის განვითარების ბანკმა დღეს დაამტკიცა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 950.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით ნაკლებია.

ანაკლიის პორტზე გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული, მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.

საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმიურად ახორციელებს.

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სუბირ ლალის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.