
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ს მოლოდინი აქვს, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავს.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი რომან გოცირიძეს ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვის შედეგი ვაჭრობის დასრულების დღესვე უნდა გამოქვეყნდეს და არა თვის დასრულებიდან 25 დღეში.

საქართველოსა და სომხეთს აქვთ მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სომხეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნატია თურნავას თქმით, ლარის მოკლევადიან რყევებს მნიშვნელოვანი ყურადღება არ უნდა მიენიჭოს, რადგან მცირე სავალუტო ბაზარზე, კურსის რყევა ზოგადად შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციითაც იყოს განპირობებული.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სებ-ი სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გააგრძელებს.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქტიურად გრძელდება.