
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.

არ შეიძლება, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად, ხშირად ცდილობენ ხოლმე, ეს ყველაფერი ასე წარმოაჩინონ, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს, – ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.