სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 1.3-პროცენტიანი კლება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით მეტია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, 14 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2023 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილმა ჯარიმებმა რეკორდული, 216.4 მილიონი ლარი შეადგინა.
მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან, ვფიქრობ, ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევეხეთ კრიზისების საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა.
კიდევ ერთხელ მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.