
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთვის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.7 პროცენტიანი მატება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად, გაეროს განსახლებისპროგრამის (UN-Habitat) მხარდაჭერით, ეროვნულ ურბანულ ფორუმს მართავს. ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, რვა პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტურიზმის სექტორში წელს პირველი კვარტლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა პარამეტრით, მათ შორის ვიზიტების რაოდენობის და მიღებული შემოსავლებით კუთხით, – ამის შესახებ პირველმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.