
რემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 8 წევრი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
ორი წლის ვადით დაინიშნენ:
თამარ ტყეშელაშვილი
თეონა გუნცაძე
გიორგი მაისურაძე
სამი წლის ვადით დაინიშნენ:
Michael Ridley
ლევან შავკაციშვილი
გიორგი მორჩილაძე
Jean-Frederic Paulsen
Frederick E. Artesani
საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი 11 დეკემბერს გამოაცხადა.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.