
მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია.

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში იმპორტი ადგილობრივ ექსპორტს მნიშვნელოვნად ჭარბობდა, თუმცა წლიურად იმპორტი შემცირდა, ქართული პროდუქციის ექსპორტი კი გაიზარდა.