მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული.
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია.
აპრილში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 6.1%-ით, 295.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ის, რომ ინვესტორი მზად არის საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, არათუ აფერხებს, არამედ ბევრად ახალისებს და ამარტივებს,- ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკა ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად მაკრო გამძლეობით გამოირჩევა - ჩვენი არსებული პროგნოზით, წელს დაახლოებით, 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.
ეროვნული ბანკი გამოწვევას უმკლავდება - ასევე, ხერხდება, რომ ჩვენი საბანკო სისტემა საქართველოს კანონმდებლობასაც იცავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში საკვანძო როლს შეასრულებს.