ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეხვედრა გამართა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით, 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.
ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება მომზადებული, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.
კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის.
ფინანსთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ეხმაურება 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.
ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.
მსოფლიო ბანკი ელის, რომ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება, ხოლო 2026 წელს 5%. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, ბანკს წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 0.5%-ით აქვს შემცირებული, 2026 წლის 5%-იანი პროგნოზი უცვლელად არის დატოვებული.