
USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შუა დერეფნის კორიდორის განვითარებას, რესპუბლიკელმა სენატორებმა ფლანგვად მოიხსენიეს.

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 700 ათასს მიაღწია, იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.275 მლნ-ზე მეტია.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება 82 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აჭარ ენერჯისთვის“ საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, – განაცხად პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს.

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი წელს 3.9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონემ 1.1% შეადგინა. 2025 წლის იანვარში კი წლიური ინფლაცია 2%-მდე გაიზარდა.

2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა.