gorgia
ავერსი legi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.

„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. ჩვენი საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

86