
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის (გებრუდერ ვაისი) თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით. მან ამის შესახებ საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 276 ათას ტონამდე კახეთის, 1630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.

2024 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაცია 0.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს 2024 წლის მარტის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც.

აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის დაახლოებით 9.3-10 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. შესაბამისად, სრული 2024 წლის მოლოდინიც აქამდე არსებულ 9%-თან შედარებით, უფრო მეტია.

აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობას და მსგავს ორგანიზაციებს შეუფარდა გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით, ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.