აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
Galt & Taggart 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვიდან ვიგებთ.
დღეს, ევროკავშირი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხო ზომებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მსჯელობას იწყებს.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა.
ქუთაისში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალ შენობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთვის საავტომობილო გზის 3.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.7 პროცენტიანი მატება.