
ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 79.5 მლნ ლარით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის - COP29 ფორუმზე, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.

ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება.