საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით [BTC] 2.6 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, ანუ ზუსტად იმ მოცულობის, რაც მარტში იყო.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ აპრილში დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენს [WREP], ანუ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი კვლავ გაჩერებულია და მიმდინარე წელს ამ მილსადენით მხოლოდ თებერვალში 0.1 მლნ ტონა მოცულობის ნავთობი გადაზიდეს. ჯამში მიმდინარე წლის ოთხ თვეში BTC და WREP ნავთობსადენებით 10 მლნ ტონამდე ნავთობია ტრანსპორტირებული.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამ ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს.
დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.
რა რაოდენობის ნავთობი გადაიზიდა აპრილში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით?
244
|