2025 წლის ნოემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმების თრექერშია აღნიშნული.
მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები – ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა.
"თიბისი კაპიტალმა" მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 7.3% იქნება.
სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების ჩამონათვალი წარადგინა, რომლებშიც საქართველოს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა იგეგმება.
საქსტატის ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი ბაზრობების მესამედზე მეტი (35.1%) თბილისშია კონცენტრირებული. რეგიონებს შორის ლიდერობს იმერეთი 16.5%-ით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი (12.4%) და კახეთი (11.3%).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში უმასპინძლა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, შუა დერეფნის მარშრუტსა და ამ პროცესში ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკნომიკური ბლოკის მინისტრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაში თემაზე – „ვაჭრობა, ინვესტირება და მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.
სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალოდ, 9,8 პროცენტი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.