2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.026 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2 პროცენტით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Dusseldorf 2026“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობს.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.511 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების შესახებ: გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფართო კონსულტაციების შედეგად.
სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ინვესტიციების მოცულობამ 1.688 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ობიექტზე იმყოფებოდა.