საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის დაფუძნების წინადადებით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერმა, ილია ინჯიამ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკიას ეროვნული სამსახურ აქვეყნებს.
დღეს, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.
2025 წლის დეკემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურ ჭრილში 19.1%-ით გაიზარდა და 1,171გვტ. საათს გაუტოლდა, - ამის შესახებ კვლევას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 13:00 საათზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 6 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2025 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.