golden brand
ავერსი ნემო

Gambero  Rosso TV-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებოდა.  

გადამღები ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ეწვივნენ ქართული ღვინის მარნებს კახეთში, რაჭაში, ქართლსა და იმერეთში. 

ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და გასტრონომიის შესახებ სიუჟეტი ოთხი ეპიზოდისგან შედგება. Gambero Rosso TV ცნობილია მაღალი ხარისხის კონტენტით, რომელიც მოიცავს ღვინისა და გასტრონომიის თემებს. აღნიშნული ტელევიზიის აუდიტორია ძირითადად მეღვინეები, სომელიეები, რესტორატორები, ჰორეკა სექტორის პროფესიონალები და ღვინისა და გასტრონომიის ენთუზიასტები არიან. Gambero Rosso TV-ს მიერ მომზადებული სიუჟეტები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდასა და მისი უნიკალურობის აღიარებას. 

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის, პოპულარიზაციასა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ მედია კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix და ა.შ.  

161